უგემრიელესი პიტნის ნაყინი შოკოლადით
საჭირო მასალა:
ნაღები (33- 35% )- 500 მგ
რძე- 250 მგ
5 კვერცხის გული
შაქარი- 130 გ
პიტნა- 70-80 გ
მწარე შოკოლადი- 50-70 გ
მომზადება:
1. პიტნას მოაშორეთ ღერები, ფოთლები კარგად გარეცხეთ. გაფინეთ გასაშრობად, მაგრამ თუ დრო არ გაქვს ხელსახოცით შეამშრალეთ. ქვაბში ჩაასხით რძე (250 გ) და ნაღები (500 გ).
რჩევა: შეგიძლიათ ნაღები მხოლოდ 250 გ გამოიყენოთ, დანარჩები კი გათქვიფოთ და მზა ნაყინი მორთოთ.
2. რძესა და ნაღებს დაუმატეთ 70 გ შაქარი და პიტნის ფოთლები. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
3. ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კი მიღებული მასა საწურში გადავწუროთ,რათა პიტნის ფოთლები მოვაშოროთ.
რჩევა: პიტნის პოთლები კარგად გაწურეთ, შეგიძლიათ ხელით დასრისოთ, რათა უფრო მეტად არომატული გამოვიდეს ნაყინი.
4. მიღებული მასა ისევ დავდგათ ცეცხლზე და კვლავ ადუღებამდე მივიყვანოთ.
5 კვერცხის გულს, დავამატოთ დარჩენილი შაქარი (60 გ) და ვთქვიფოთ გათეთრებამდე.
5. მიღებულ მასას ნელ-ნელა შევურიოთ ცხელი ნაღებიანი მასა და თან გამუდმებით ვურიოთ.
6. მიღებული ერთიანი მასა ისევ დავაბრუნოთ ცეცხლზე, ხის ჯოხით გამუდმებით ვურიოთ სანამ მასა გასქელებას არ დაიწყებს. გახსოვდეთ, რომ კრემი არ უნდა ადუღდეს.
რჩევა: შეგიძლიათ კრემში მწვანე ფერის საღებავიც ჩაამატოთ თუ გსურთ, რომ ნაყინი უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
7. იმისთვის, რომ გავიგოთ მზად არის თუ არა კრემი, ამისთვის მარტივი ექსპერიმენტი დაგჭრიდებათ. თუკი კოვზით ამოიღებთ მასას ის მძიმედ უნდა იღვენთებოდეს ქვაბში, ამაშთან ფაფუკი და რბილი უნდა იყოს.
8. კრემი გადმოდგით ცეცხლიდან (სურვილის შემთხვევაშ შეგიძიათ გაწუროთ საწურში). შემდეგ ქვაბითვე ჩადგით გაცილებით დიდი ზომის წყალჩასხმულ ჭურჭელში გასაცივებლად. უფრო სწრაფი ეფექტისთვის შეგიძლიათ წყალში ყინულიც ჩაყაროთ. კრემს ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად ურიეთ. მალე ის უგემრიელეს ნაყინად გადაიქცევა.
9. ნაყინი გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ ფორმაში და გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ. ასევე შეგიძლიათ ნაყინი სამ ნაწილად გაყოთ და ფენებს შორის მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
10. შედგით საყინულეში მინიმუმ ნახევარი საათით.
gurmania.ge