თეგებით ძიება
27. 06. 2021 სპორტი

ფეხბურთელი მატჩის დროს სტადიონზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ფეხბურთელი მატჩის დროს სტადიონზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. შემთხვევა რუსეთში გუშინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის მატჩზე, 17 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებიდან 5 წუთში ცუდად გახდა, მან გონება დაკარგა.

ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რის გამოც პირველი დახმარება სპორტსმენს ფეხბურთელებმა აღმოუჩინეს, 30 წუთში სასწრაფოც მოვიდა, მათ პაციენტს ადრენალინი გაუკეთეს , შემდეგ კი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გარადჩენა ვერ მოახერხეს.

ფეხბურთელს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა