ტირამისუს ყველაზე მარტივი რეცეპტი
საჭირო მასალა:
მასკარპონე (იტალიური ნაღების ყველი) - 500გ
შაქრის პუდრა - 100გ
კვერცხი - 4 ცალი
ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა „სავოიარდი“
1 ჭიქა მაგარი ყავა ესპრესო (ან ხსნადი ყავა)
კონიაკი ან ყავის ლიქიორი
კაკაოს ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
კვერცხის ცილები და გულები გააცალკევეთ. კვერცხის გულები და შაქარი კარგად გათქვიფეთ. ხის კოვზით შეაზილეთ მასკარპონე და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი.
ცალკე კარგად ათქვეიფეთ კვერცხის ცილა, სანამ ჰაეროვან მასად იქცევა და დაუმატეთ მომზადებულ მასას.
ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კონიაკი და ყავა და მასში ამოავლეთ ორცხობილები, შემდეგ კი დაალაგეთ ერთ ფენად. ზემოდან გადაუსვით მომზადებული კრემი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე.
ბოლო ფენას წაუსვით კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. მომზადებული ტირამისუ შედგით მაცივარში 6-7 საათით.
gurmania.ge