თეგებით ძიება

აკრძალვები ქართველებისთვის - რომელი ქვეყანა რომელ ვაქცინას აღიარებს

კოვიდპანდემიამ მსოფლიო წესრიგი შეცვალა, მათ შორის გადაადგილებისა და მოგზაურობის თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობის გზა გახსნილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა მაინც შეზღუდულია.

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შესვლა არ შეუძლიათ არის: ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.

ჩამოთვლილ ქვეყნებში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ხართ სტუდენტი, გაქვთ მუშაობის უფლება, მიემგზავრებით ოფიციალური ვიზიტით ან ოჯახის წევრთან, რომელსაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვს.

ევროპის დანარჩენი ქვეყნები მოქალაქეებს PCR ტესტის პასუხით იღებენ, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოთ.

ასევე გამგზავრებას შეძლებთ, თუ აცრილები ხართ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ერთ-ერთი ვაქცინით: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna და Johnson&Johnson .

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს ითხოვენ გერმანიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს. Sinopharm-ს და Sinovac-ს აღიარებენ ესტონეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ავსტრიასა და უნგრეთში.

ცნობისთვის, 30 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანად ჩატარებულია 261 652 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 100 ათასზე მეტი ადამიანი.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა