ხაჭოს კანფეტები - გემოსა და სარგებლის იდეალური შეხამება
ინგრედიენტები:
ხაჭო - 300 გ
პეჩენია - 150 გ
ნიგოზი ან თხილი - 50 გ
შაქარი - გემოვნებით
ვანილის შაქარი - გემოვნებით
კაკაოს ფხვნილი - გემოვნებით
ამოსავლებად: შოკოლადი, კაკაო ან დარიჩინი.
მომზადება:
ხაჭო გასრისეთ საცერში ან ათქვიფეთ ბლენდერში. გადაიღეთ რაიმე ჭურჭელში, დაამატეთ გემოვნებით შაქარი და ვანილის შაქარი, აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაქუცმაცებული პეჩენია და წვრილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი. კარგად აურიეთ ერთგვაროვან მდგომარეობამდე.
მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ სურვილისამებრ გახეხილ შოკოლადში, კაკაოში ან დარიჩინში. დააწყეთ კანფეტები ლანგარზე და შედგით მაცივარში 1 საათით.