თეგებით ძიება
07. 07. 2021 ბიზნესი

"ბინის შესაძენად სესხი 6-8 %-ით დაგიფინანსდებათ" - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი პროგრამა დააანონსა:

„ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობა საცხოვრისების შეძენის თანადაფინანსებით მოხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად, ორშვილიანმა წყვილმა 50 000 დოლარის ღირებულების ბინის შეძენა გადაწყვიტა, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში (6 %) მათ 3 000 დოლარს გამოუყობს.

გამოდის, რომ ოჯახს 50 000 დოლარის ნაცვლად, დამოუკიდებლად 47 000 დოლარის გადახდა მოუწევს.

თუ სამი ან მეტი შვილის მშობლებმა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში (8 %) 50 000 დოლარის ღირებულების ბინის შეძენა გადაწყვიტეს, ისინი სახელმწიფოსგან 4 000 დოლარს მიიღებენ.

ამ გაანგარიშებით, მშობლები 46 000 დოლარს გადაიხდიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა