სალათა „საზამთრო“ - მარტივი და გემრიელი
ინგრედიენტები:
მოხარშული ქათმის ფილე 100 გ
მაგარი ყველი 100 გ
ზეთისხილი უკურკო ½ ქილა
მაიონეზი გემოვნებით
კიტრი 1 ც.
პომიდორი 2 ც.
მომზადება:
მოხარშული ქათმის ფილე წვრილად დაჭერით. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ზეთისხილი დაჭერით რგოლებად. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეკაზმეთ მაიონეზით.
აუცილებლად გადადეთ ყველის პატარა ნაჭერი და რამდენიმე ზეთისხილი სალათის მოსართავად.
გადაიღეთ სალათი დიდ ბრტყელ ლანგარზე და მიეცით საზამთროს წილაკის ფორმა. სანამ სალათი გაიჟღენთება, დაიწყეთ მისი მორთვა. კიტრს მოაშორეთ რბილობი, იგივეს აკეთებთ პომიდორთან, გულები არ გვჭირდება.
კიტრის დარჩენილი მაგარი ნაწილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. პომიდორი დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეული ზეთისხილი დაჭერით 4 ნაწილად.
საზამთროს წილაკზე დაალაგეთ პომიდორის ნაჭრები რბილობით ზემოთ. ეცადეთ მჭიდროთ დაფაროთ ზედაპირი,რომ არ დარჩეს თეთრი ნახვრეტები.
შემდეგ - გახეხილი ყველის თეთრი ზოლი, და ბოლოს - მწვანე კიტრის ზოლი, რომელიც ჰგავს საზამთროს ქერქს.
დააწყეთ ზეთისხილისგან გაკეთებული საზამთროს კურკები. სალათი მზადაა!
gurmania.ge