თეგებით ძიება

როგორ მოვუაროთ კანს 60-70 წლის ასაკში

როგორ მოვუაროთ კანს 60-70 წლის ასაკში - სოციალურ ქსელში რეკომენდაციით საზოგადოებას ექიმ-დერმატოლოგი, ზაზა ტელია მიმართავს:

"ამ ასაკში კანი თითქოს შეუცვლელი ჩანს თუმცა მარტივი, სწორი რეკომენდაციებით შესაძლებელია ის გამოიყურებოდეს უკეთესად:

1. მიიღეთ აბაზანა რეგულარულად;
2. დასაბანად არ გამოიყენოთ საპონი. ამის მაგივრად გამოიყენეთ მსუბუქი (gentle), კრემოვანი (creamy), პარფიუმის გარეშე (fragrance-free) დასაბანი საშუალება ან გამწმენდი;
3. დაიბანეთ თბილი წყლით (35-38°C) და არა ცხელით. ცხელი წყალი აცლის კანს ბუნებრივ ზეთს და ხელს უწყობს მის გამოშრობას;
4. გამოიყენეთ ნაზი დასაბანი ღრუბელი. უხეშმა ღრუბელმა ან შხაპის ჯაგრისმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი;
5. აბაზანის ან შხაპის მიღების დრო შეამოკლეთ. შეგიძლიათ ყოველდღიურად მიიღოთ აბაზანა ან შხაპი თუმცა მოკლე დროით - არაუმეტეს 10 წუთის განმავლობაში;
6. მოიშორეთ წყალი, გაიმშრალეთ ბანაობის შემდეგ ნაზად, თუმცა კანი დატოვეთ ცოტა ნამიანი. ცოტა რაოდენობით წყლის დატოვება კანზე, როდესაც შემდეგ დატენიანებას აპირებთ (შემდეგი ნაბიჯი), ეხმარება დამატენიანებელს დატენიანებაში;
7. გამოიყენეთ კრემიანი (creamy), პარფიუმის გარეშე (fragrance free) დამატენიანებელი საშუალება დაუყოვნებლივ (2 წუთში) შხაპის ან აბაზანის შემდეგ.
ერიდეთ ზეთოვანი დამატენიანებლის გამოყენებას რადგან ის ძალიან სრიალაა და ზრდის დაცემის, წაქცევის ალბათობას აბაზანაეი შხაპის მიღების შემდეგ;
8. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა.
გათბობა და კონდიცირება ჰაერს ხდის მშრალს, რამაც შესაძლოა განაპირობოს კანის სიმშრალის ან ქავილის შეგრძნება.
შეინარჩუნეთ სახლის ჰაერის ტენიანობა 45%-დან 60%-მდე.
ჰაერის ტენიანობის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდრომეტრი;
9. გამოიყენეთ ხელთათმანები (უმჯობესია შიგნიდან დაფარული იყოს ქსოვილოვანი მატერიით) დიასახლისური ან ბაღის სამუშაოების შესრულებისას.
სხვადასხვა უხეშ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს, მზის სხივებს ბაღში ყოფნისას ან სხვა რამეს შეუძლია გააღიზიანოს კანი, ამიტომ დაიცავით ის;
10. დაიცავით კანი მზის სხივებისგან სისტემატიურად, რუტინულად, ყოველდღიურად.
მზის დამცავის გამოყენებით თქვენ შეამცირებთ მზის სხივებისგან გამოწვეული ლაქების გაჩენას, შეამცირებთ კანის დაბერების პროცესს, ნაოჭების განვითარებას, კანის კიბოს განვითარებას, კანის გათხელებას:
ა. გამოიყენეთ ფართო-სპექტრის, წყალ-გაუმტარი მზის დამცავი, SPF30 ან მეტი ყოველდღიურად კანის ყველა იმ უბანზე რომელიც არ არის დაფარული ტანსაცმლით;
ბ. ეცადეთ ჩრდილში ყოფნას როდესაც გარეთ ხართ. მზის დამცავი არ იცავს 100%-ით;
გ. ატარეთ ტანსაცმელი რომელიც მაქსიმალურად ფარავს კანს მზის სხივებისგან;
10. პარფიუმერია, ოდეკოლონი და სხვა სახის სურნელოვანი კოსმეტიკური პროდუქტები აშრობს და აღიზიანებს კანს.
არ გამოიყენოთ ისინი;
11. 6 თვეში ერთხელ დაათვალიერეთ თქვენი კანის ყველა უბანი ახალ-წარმონაქმნების აღმოსაჩენად, ასევე ძველი ელემენტების შესაფასებლად.
თუ აღნიშნავთ მათ ცვლილებას მიმართეთ დერმატოლოგს", - წერს თელია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა