ხაჭოს უგემრიელესი კექსი
საჭირო მასალა:
შედედებული რძე - 1 ქილა
ხაჭო - 2 ბრიკეტი
ჟელატინი - 25 გ
ატამი დაკონსერვებული ან ახალი ან ნებისმიერი სასურველი ხილი
მომზადება:
ჟელატინი მოამზადეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად (დაალბეთ ერთ ჭიქა ანადუღარ და გაცივებულ წყალში.
შემდეგ შეათბეთ ნელ ცეცხლზე, ჟელატინის გრანულების სრულ გახსნამდე). ხაჭო და შედედებული რძე ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ დაჭრილი ხილი და კვლავ კარგად მოურიეთ. ხაჭოს მასაში ჩაუმატეთ გაგრილებული ჟელატინი და აურიეთ. ჩაასხით მიღებული მასა სასურველ ფორმაში და შედგით მაცივარში 5 საათით.
gurmania.ge