თეგებით ძიება

პანა კოტა _ იტალიური დესერტი

საჭირო მასალა:

ნაღები _ 350 მლ.

ჟელატინი _ 1 ს.კ.

წყალი _ 50 მლ.

შაქარი _ 150 გრ.

ვანილი _ 1 პაკეტი

შოკოლადი ან ნებისმიერი ხილის მურაბა _ გემოვნებით

მომზადება:

50 მლ ცივ წყალში გახსენით ჟელატინი და ურიეთ ათი წუთის განმავლობაში. გააცხელეთ ნაღები, დაუმატეთ შაქარი და ვანილი, შემდეგ კი წყალში გახსნილი ჯელატინი.

ურიეთ მანამ, სანამ ერთმანეთში სრულად არ გაიხსნება, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. ჩაასხით შემდეგ სპეციალურ ან თქვენთვის სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში.

პანა კოტამ სუნი რომ არ აიღოს, ფორმას გარედან შემოახვიეთ ფოლგა. გააჩერეთ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში და მზა დესერტს ზევიდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან დალაგეთ ნებისმიერი სახეობის მურაბა,

იმისათვის, რომ პანა კოტა ფორმებიდან ადვილად გადმოვიდეს, ფორმის ძირი ჩაუშვით ცხელი წყლით სავსე ჯამში და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ზევიდან დააფარეთ თეფში და გადმოატრიალეთ.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა