ბანანის და მარწყვის უგემრიელესი ნაყინი - მარტივი რეცეპტი
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
4 ცალი წვრილად დაჭრილი და გაყინული მარწყვი
2 ცალი წვრილად დაჭრილი და გაყინული ბანანი
ნახევარი ჭიქა ქოქოსის რძე
მომზადების წესი:
ბანანი ქოქოსის რძეში დააბლენდერეთ, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და დაუმატეთ მარწყვი. იქამდე უნდა დააბლენდეროთ, სანამ არ გასქელდება. ბოლოს მორთეთ ქოქოსის ფანტელებით ან თქვენთვის სასურველი ხილის ნაჭრებით და შეინახეთ მაცივარში.
gurmania.ge