შებრაწული პომიდორი ყველით - სწრაფი და გემრიელი საზაფხულო კერძი
ინგრედიენტები:
პომიდორი - 4 ც.
მაგარი ყველი (გახეხილი) – ¼ ჭიქა
რეჰანი - 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი - 4 ჩ.კ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. გაჭერით პომიდორი შუაზე და დააწყეთ ტაფაზე გაჭრილი ადგილით ზევით. შეიძლება ტაფას ფოლგაც დააფაროთ.
2. დააყარეთ პომიდორს გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი რეჰანი, მარილი, პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი და შედგით ღუმელში. შებრაწეთ, სანამ პომიდორი არ დარბილდება, დაახლოებით 12-15 წუთი. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ დანაყული ნიორი.
gurmania.ge