TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • ცოლის და სიმამრის მკვლელობაზე დაკავებულის მამას, რომელსაც გარდაცვლილების ახლობლები გაუსწორდნენ, ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარეობა მძიმეა

    მარნეულში ყოფილი ცოლის და სიმამრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბრალდებულის მამას მოკლული ქალის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი „ავერსის“ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    Recruiters.ge
    კლინიკის ემერჯენსის უფროსის, ხათუნა ებრალიძის განცხადებით, 61 წლის მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნება.

    „ღამის 2-ის წუთებზე შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მუცლის დახურული ტრავმა. მიღებული დაზიანების გამო მას გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა – ელენთის ექსტირპაცია და ნაწლავის გაკერვა.

    ახლა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, გარკვეული სპეციალისტების ჩარევის შემდეგ დინამიკაში სხვა დეტალებიც გამოჩნდება”, – აცხადებს ხათუნა ებრალიძე.

    შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი.

    გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.
    59 ნახვა