TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სენაკში საკვებს უფასოდ გასცემენ

    სენაკის ცენტრში უფასოდ მოსახლეობას კვების პროდუქტები ურიგდებათ.​ ინიციატივია კი ახალგაზრდებს ანა ბაკურაძეს და ლუკა ჯოჯუას ეკუთვნის.

    „უფასო პური, უფასო ფუნთუშა, უფასო ბრინჯი და ლიმონათი.

    გელოდებით, ვისაც ნამდვილად გიჭირთ და გჭირდებათ. ჩვენს ინიციატივას, რომელიც ნაწილი კეთილი ადამიანების შემოწირულობით ხდება, ბევრი გამოეხმაურა. უფასოდ დასარიგებლად 60 ცალი პური გვაკლდებოდა და ერთმა კეთილმა ადამიანმა გვაჩუქა.

    მოდის ხალხი და მადლიერებას გამოხატავს. პროდუქტების ნაწილი კი მე და ლუკამ საკუთარი სახსრებით შევიძინეთ“,- გვითხრა ორგანიზაცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ ხელმძღვანელმა, ანა ბაკურაძემ.

    ამ დროისთვის მათ მოსახლეობის ნაწილს უფასოდ დაურიგეს 120 ცალი პური, 50 ცალი ფუნთუშა, 100 პაჩკა ბრინჯი და ამდენივე ცალი ლიმონათი.
    265 ნახვა