TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • "აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში" - გიორგი ფხაკაძე

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აშშ-ში პირბადის გამოყენეზე საუბრობს:

    NBC News: ამერიკის პედიატრიის აკადემიის (The American Academy of Pediatrics) რეკომენდაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღებსა და სკოლებში დაბრუნებულმა 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსია. ნიღბები უნდა ეკეთოს ასევე სასწავლო დაწესებულებების პერსონალსაც.

    Recruiters.ge
    ნიღბების საყოველთაობა გამოწვეულია იმით, რომ სკოლის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული. სკოლის პერსონალისთვის რთული განსასაზღვრი იქნება, ვინ არის აცრილი და ვინ არა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება და ამ ვარიანტებს ბავშვებში უფრო სწრაფად გავრცელების უნარი აქვს.

    აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში. გასულ კვირას კი აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 12 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაციის ავტორიზაცია ზამთრის ადრეულ ეტაპზეა მოსალოდნელი.

    ☝️ შეგახსებებთ, რომ „პფაიზერი"-ს მიერ გასაჯაროვებული განრიგის თანახმად, აშშ-ში 12 წლამდე ბავშვებში კლინიკური კვლევების პირველი შედეგები სექტემბერში უნდა გახდეს ცნობილი. 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში კვლევებს ატარებს ასევე „მოდერნა", - აცხადეს ექსპერტი.



    1 185 ნახვა