შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი „ფანტაზია“ - გამოცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
ხაჭო - 450 გ
შაქარი - 0,5 ჭიქა
არაჟანი - 400 გ
კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ.
რძე- 0,5 ჭიქა
ჟელატინი - 20 გ
ვანილი - მწიკვი
მომზადება:
ჟელატინს დაასხით თბილი რძე და დატოვეთ გასაჯირჯვებლად 20 წუთით.
ხაჭო და შაქარი გადაურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ არაჟანი და ვანილი. შემდეგ დაამატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ. ჟელატინის მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილში დაამატეთ კაკაოს ფხვნილი. გასახსნელ ფორმაში რიგრიგობით დაასხით თეთრი და ყავისფერი მასა. შემდეგ ფორმა შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით. შესქელებული ტორტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან ხილის ნაჭრებით.
gurmania.ge