როგორ მოამზადოთ მექსიკური კარტოფილი - უგემრიელესი და მარტივი რეცეპტი
საჭირო მასალა:
კარტოფილი - 8 ცალი, დიდი ზომის
კვერცხის ცილა - 1
სუნელების მიქსი (პაპრიკა, პილპილი, ორეგანო, ჩილი)
მარილი, ზეითუნის ზეთი
მომზადება:
გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილად. დაასხით ათქვეფილი კვერცხის ცილა, დაუმატეთ სუნელები და კარგად აურიეთ.დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შეწვით 220 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი, ერთი-ორჯერ გადავაბრუნოთ.
სოუსი:
ზოგადად ხალხის დიდი ნაწილი მაიონეზიან სოუსს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ უკეთესია მაწვნით თუ მოამზადებთ. აურიეთ მაწონში დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და წვრილად დაჭრილი კამა.
gurmania.ge