თეგებით ძიება
23. 07. 2021 სპორტი

ტოკიო 2020-ის ძიუდოს წილისყრის შედეგები

გაიმართა ტოკიოს ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირის წილისყრა, რომელმაც ჩვენთვის მთავარ კითხვებს გასცა პასუხი: 73 კილოგრამში ფინალამდე აგვცდა იაპონელთა ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი შოჰეი ონო, ხოლო მძიმეში მთლად ასე ბოლომდე არა, მაგრამ ნაწილობრივ კი გაგვიმართლა: ფრანგთა ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს 10-გზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერი გურამ თუშიშვილის მხარესაა და მოვლენათა ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში მათი გზები ნახევარფინალში უნდა გადაიკვეთოს.



ჩევნებურთა წილისყრაზე ზოგადად გეტყვით, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს (60) განუთესავთაგან საკმაოდ მისაღები მეტოქეები შეხვდნენ: ბრიტანელი ეშლი კოული და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი. სხვა საქმეა, რომ რეიტინგიდან გამომდინარე, მეოთხედფინალში ისედაც ელოდა მასპინძელთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ნაოჰისა ტაკატო.


ვროპის ჩემპიონს, მსოფლიოს პრიზიორ ვაჟა მარგველაშვილს (66) რუსი იაკუბ შამილოვი და ებრაელი ბარუხ შმაილოვი შეხვდნენ, რასაც საჩუქარს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან (73) ჯგუფში ყველაზე საშიში ფრანგი გიომ შენ გვგონია, თუმცა იქვეა ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსაც. ამ ჯგუფის ქვედა მხარეს ანუ მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან განთესილ კანადელ არტურ მარგელიდონზე უფრო საშიში ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი გვგონია, ვინც პირველ შეხვედრას სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან გამართავს. თუმცა შავდათუაშვილს მაინც მშვენიერი შანსი აქვს, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვოს მედალი.


ევროპის ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს მეოთხედფინალში რომ ირანიდან მონღოლეთში გაქცეული მსოფლიოს ჩემპიონი საედ მოლაე ელოდა, რეიტინგიდანაც ვიცოდით, თუმცა ჩვენებურს გაუმართლა, რომ განუთესავთაგან მის ჯგუფში ძლიერი არავინ მოხვედრილა. და თუ ვინმე ასე თუ ისე მაინც იქცევს ყურადღებას - ყაზახი დიდარ ხამზა და აზერბაიჯანელი მურად ფატიევია (ესენი კი ლიდერებს ნამდვილად არ განეკუთვნებიან), ისინიც მოლაეს მხარეს აღმოჩნდნენ


ევროპის კიდევ ერთ ჩემპიონ ლაშა ბექაურს (90) მეოთხედფინალში უზბეკი მსოფლიოს წლევანდელი ფინალისტი დავლატ ბობონოვი ხომ ელოდა, განუთესავთაგან ებრაელი ევროპის ფინალისტი ლი კოჩმანიცდაემატა. თან მას მერვედფინალში უნდა შეხვდეს.


ვროპის სამგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის და მსოფლიოს სამგზის ვერცხლის მედალოსან ვალერი ლიპარტელიანს (100) ეგვიპეტლი რამადან დარვიში, ფრანგი ალექსანდრ იდირი და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი კი დაემატნენ, თუმცა ვალერიმ, მთავარია, თავად იჭიდაოს და ამათგან არც ერთი არაა მისთვის საშიში.



არც თუშიშვილთან მოხვედრილა ჯგუფში ვინმე გამორჩეული - ამ წონაში ასეთი ვინც არის, პირველ ჯგუფში წავიდა რუს ტამერლან ბაშაევთან - დიახ, ფრანგ ტედი რინერს ვგულისხმობთ.

ჩვენი ქალთა დუეტი განუთესავი იყო და იოლ ბადეს არც ველოდით. ეთერ ლიპარტელიანს (57) თავიდან სუსტი მეტოქე ერგო - ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი, მაგრამ მერე ელოდება გერმანელი მსოფლიოს მედალოსანი ტერეზა სტოლი. თან ჯგუფში ფრანგ სარა ლეონიე კისიქესთან მოხვდა, თუმცა აქვეა მისთვის კარგად ნაცნობი კორეელი ჯისუ კიმი და კიდევ ერთი მსოფლიოს პრიზიორი გერმანელი მირიამ როპერი, ოღონდ ის უკვე პანამის სახელით გამოდის. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ეთერის მეოთხედფიანალმდე მისვლა მაინც რეალურია.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) ჯგუფში ფრანგ ამანდინე ბუშართან და რუს ნატალია კუზიუტინასთან მოხვდა...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა