თეგებით ძიება

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ენმ-ის თავმჯდომარე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება.

როგორც მან კანდიდატების პრეზენტაციაზე განაცხადა, "თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა".

მისივე თქმით, თბილისმა თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და დედაქალაქის მთავარი მამოძრავებელი მისი ახალგაზრდები უნდა გახდნენ.

"აქ ვდგავარ მარტო, რადგან პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და სამართალს პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდ პანდემიასთან არიან მიტოვებულები. დღეს მთავარი ჩვენი ყველას სათქმელია რომელსაც საქმე მოჰყვება და საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება.

მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე, როცა პირველად ვიყარე კენჭი თბილისის მერად. მაშინ არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, დაემარცხებინა ამხელა ბოროტება... არასდროს შემშინებია ბრძოლის, იმიტომ რომ ვიცი, მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება. დადგა დრო ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღესვე, ნიკა მელიამ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა