თეგებით ძიება
24. 07. 2021 სპორტი

ქართველი მოფარიკავე სანადრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა(ვიდეო)

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზეძე ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი კორეელი სანგუკ ოჰი ანგარიშით 15:13 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე სანდრო უნგრელ არონ შილაის შორის შეხვედება,რომელმაც თავის ბრძოლაში ირანელ ალი პაკდამანს ანგარიშით 15:6 მოუგო. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალამდე კი ბაზაძემ 2 ეგვიპტელს აჯობა. პირველ წრეში ქართველმა მოფარიკავემ მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ სანდრომ მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში გაატარა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა