თეგებით ძიება
24. 07. 2021 სპორტი

ტოკიო 2020 - ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

23 ივლისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ტოკიოს ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს.

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ინფორმაციისთვის, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 18-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო და 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში კი სპორტის 11 სახეობაში 34 ქართველი ათლეტი იასპარეზებს. სულ, ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ქართველი სპორტსმენები დასაჩუქრდნენ







საქართველოს ოლიმპიური გუნდი გახსნის ცერემონიაზე დიზაინერ სიმონ მაჩაბელის მიერ დამზადებული თეთრ-წითელი ფერის კოსტიუმებით წარსდგა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები გახლდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. სალუქვაძეს ეს პატივი მეორედ ერგო, პირველად ის საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გაუძღვა. ორი მედროშე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემოთავაზებული სიახლეა, რაც გენდერული თანაფარდობის დაცვისთვის გაკეთდა და დელეგაციებს ორიდან ერთი ქალბატონის მედროშეობა დაავალდებულა.

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 81-ე ნომრად წარსდგა.


Provided by

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა