თეგებით ძიება
24. 07. 2021 სპორტი

ჩხვიმიანმა დათმო შეხვედრა და პირველი მედლის შანსი ხელიდან გავუშვით

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტმა კორეელ ვონ ჯინ კიმთან დამატებით დროში წააგო და ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

ჩხვიმიანმა ტოკიოს ტატამზე პირველ წრეში დაისვენა, ხოლო მეორეში აზერბაიჯანელ კარამ ჰუსეინოვს იპონით მოუგო.
მეთხედფინალში კი ქართველი ძიუდოისტი ტურნირის მთავარ ფავორიტთან ნაოჰისა ტაკატოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
ძიუდო ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი იასპარეზებენ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა