თეგებით ძიება

"სიკვდილიანობის ძალიან მძიმე სტატისტიკაა. ამიტომ მადლობა ამერიკას. მოგვისწრო საჩუქარმა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ვაქცინაციისა და "ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"100 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა აცრაზე სამ საათში. ფაიზერისადმი მაღალი ნდობის გამო. მესმის რომ თურმე ყველაფრით უნდა აიცრან ადამაინებმა, მაგრამ ესმით და იგებენ რომ ამერიკა, ისრაელი არ ირჩევს სინოვაკს და სინოფარმს ისე, როგოეც ფაიზერს, მოდერნას და ურჩევნიათ ის, რაც დაცულობის მეტ გარანტიას აძლევს.
თუმცა, სინოფარმიც და სინოვაკიც მაღალი ნდობით სარგებლობს, უბრალოდ სწორი კამპანია ვერ აწარმოა ხელისუფლებამ. თორემ სინოფარმის შემთხვევაში უკუჩვენება თითქმის გამორიცხულია. უბრალოდ ამ ქვეყნის უმრავლესობას საუკეთესო უნდა. ასეთები ვართ.

ჩვენზეც რომ ისე ეზრუნა მთავრობას, როგორც ისრაელის და ევროპის შემთხვევაში მოხდა, აქამდე ნახევარი ქვეყანა აცრილი იქნებოდა.

ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს სიკვდილიანობის. ამიტომ მადლობა ამერიკას.მოგვისწრო საჩუქარმა", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს "ფაიზერის" ვაქცინის 500 000 დოზა აჩუქა. ამერიკის საჩუქარი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა