თეგებით ძიება

აღმოჩენა ბორჯომში - სოფელ საკირეში უძველეს, 5500 წლის წინანდელ თაფლს მიაკვლიეს

ბორჯომში, 5500 წლის წინანდელ თაფლს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლიეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა რომ თაფლი 5500 წლის წინანდელია. ასევე მეცნიერები გვიდასტურებენ რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრისგან დამზადებილი და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლეობდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა. ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის", - წერენ ფეისბუქ ჯგუფში "ისტორია".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა