თეგებით ძიება

"ზარი კლინიკიდან ოჯახში, მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი... არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში, თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”. არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა