თეგებით ძიება

კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად - მელია გახარიაზე

ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად, - ასე ეხმურება ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ექსპრემიერ, "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

"არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, საქმით დაამტკიცოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის არის მართალი და მე ვარ მტყუანი", - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, "ოცნებამ" მიაღწია იმას ,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, დღეს მერობის კანდიდატადაა წარდგენილი", - განაცხადა დღეს გახარიამ მელიაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა