თეგებით ძიება

"დაიშვას ფაიზერის "ბუსტერი" მათთვის, ვინც დაბალეფექტური ვაქცინებით აიცრა...დავიცვათ სიციცხლე" - გიორგი ფხაკაძე საკორდინაციო საბჭოს მიმართავს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს და "ბუსტერით" ფაიზერის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა).
აგრეთვე დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს.
ნუ შეეცდებით ბუსტერზე რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის სმს.

ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს!

დაიშვას ფაიზერის “ბუსტერი” (გაძლიერება) ფაიზერით ყველა იმ ადამიანს ვინც აიცრა 2-ჯერ დაბალ ეფექტური ვაქცინებით საქართველოში!
დავიცვათ სიციცხლე, დავიცვათ საქართველო!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა