TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ბადრი ესებუა "პფაიზერზე" დარეგისტრირებულა" - რას წერენ სოციალურ ქსელში
  • "ბადრი ესებუა "პფაიზერზე" დარეგისტრირებულა" - რას წერენ სოციალურ ქსელში

    ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს. ესებუასთან დაკავშირებით არაერთი ხუმრობა და პოსტია შექმნილი.


    "ბადრი ესებუა პფაიზერზე დარეგისტრირებულა", - წერს ფეისბუქზე თამაზ ახობაძე.

    "ანტივაქსერი მეგონა ეგ" - წერენ სტატუსის კომენტარებში.



    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული.

    მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა.
    7 664 ნახვა

    Face ამბები