თეგებით ძიება
26. 07. 2021 სპორტი

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ კარიერას ასრულებს

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ 10 მეტრიანი დისტანცის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. ქართველმა მსროლელმა 567 ქულა დააგროვა და 53 მონაწილეში 31-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს მედროშეს ფინალამდე მხოლოდ 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში“, – სალუქვაძის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

52 წლის სპორტსმენისთვის ტოკიო 2020 მე-9 ოლიმპიური თამაშები იყო, რაც რეკორდია.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის სახელით შედგა. მან 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ოქროს მედალი და ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ქალთა 10 მეტრზე საჰაერო პისტოლეტით შეჯიბრში.

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი, პაუ გასოლი ლეგენდარული ნინო სალუქვაძის რეკორდს გამოეხმაურა. NBA-ს ორგზის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„ქართველი ნინო სალუქვაძე ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც მონაწილეობა 9 ოლიმპიურ თამაშებში მიიღო. ის 53 წლისაა და 1988 წლის შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე იასპარეზა. სპორტის ლეგენდა",-წერს პაუ გასოლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა