თეგებით ძიება

"კინო აწი იქნებაო, - გვემუქრება ეს ჭ კლასის მონა!" - ნახეთ, ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე, For.ge-ს რედაქტორის, გიორგი იაკობაშვილის მედიამენეჯერებისადმი მიძღვნულ საგანგებო მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"წინა არჩევნების სიძულვილის ბანერებზე პასუხისმგებლობა პარტიის ანალ - იტიკამ მირიან ყარაულაშვილმა აიღო, ამ ჯერზე გია იაკობაშვილმა ! თამაზაშვილის მარანს ვერ გავცდით ვერც ერთ სერიაში ! კინო აწი იქნებაო, - გვემუქრება ეს ჭ კლასის მონა ! სიბნელე უნდა დასრულდეს-სხვა გზა არა გვაქვს ! გამოფენენ სიძულვილის პლაკატებს? ვიყიდი პულივიზატორებს და ავაჭრელებ ანოუკის სალონის ვიტრაჟებს(აქვეა ჩემს სახლთან) ამათ მხოლოდ ადექვატური პასუხები თუ შეაჩერებს ! არავითარი დახვეწილობა. ბიჭოო-მოეშვით ამ ცისარტყელების ფრიალს გაზეთების პირველ გვერდებსა და პლაკატებზე. ვაიდა, თქვენი ცისარტყელა უფრო გრძელი და ბრდღვიალა გამოდგეს, ციკლიდან-ჩემი შენ გითხარიო..."- წერს ელისო კილაძე.

წარმოგიდგენთ For.ge-ს რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის, გიორგი იაკობაშვილის ვრცელ ფეისბუქპოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა:

"მედიაზონდერებო, აი, მართლა იმას რა ვუთხარი, ვინც თქვენ ჟურნალისტები გიწოდათ... ქუჩაში ტიტლიკანად სირბილი, მემორიალზე ცეკვა, იქვე მოსაქმება და ათასი სისაძაგლე გამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა - უკანონობა, ხომ?! ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია. სიმართლე კი, ყოველთვის კარგია, რადგან სიმართლე სინათლეა. არ მოგეწონათ, ხომ?! ვინც ნახა, ყველამ მხარი დაგვიჭირა, უკლებლივ ყველამ! ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე - "დავასრულოთ" - რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის. მაშ, თბილისისთვის 48 მილიონის მოპარვა შეიძლება, მკვლელებისთვის მკვლელების დაძახება კი, უკანონობაა? ხაბეიშვილს ებარებოდეთ და იმას კიდე... ალისტრახოს. მაგრამ იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც თქვენ გაგაბლატავათ, თქვენ - მოძალადეები, მკვლელები, რეკეტიორები, ფლიდები, გაიძვერები, არამზადები...

ბევრ ეპითეტს ჩამოვთვლიდი, ყველაზე საზიზღრებს, მაგრამ ერთიც საკმარისია, რადგან ყველას იტევს - "ნაცები"!!! აქვე ვიტყვი, რომ შარშან ლადო კახაძე პირადად შემპირდა, რომ ფრანგულ კანონს "ცილისწამების შესახებ" გადმოაქართულებდა, მაგრამ მას შემდეგ კახაძეს ამ კანონის შესახებ არც სიტყვა დაუძრავს და არც სადღეგრძელო. ხოლო ჩვენ - ჩემი მეგობრები ნამდვილი კოლეგები, თანამოაზრეები და უბრალოდ, ყველა წესიერი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია, სოლიდარობა და ტრადიციული ევროპის ტრადიციული ღირებულებები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა არ დაგივიწყოთ. მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი... პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც... არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ, - წერს იაკობაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა