თეგებით ძიება

"ვარდისფერი კაბები და ფეხსაცმელი ჩავიცვათო" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შვილიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს წერს:

"თინუშა ამჯერად ძიძის და ჩემი დის მეთვალყურეობის ქვეშაა. დღეს დაპატიჟებულია დაბადების დღეზე და ბრძანება გამოუცია, ვარდისფერი კაბები ჩავიცვათო. ჩაიცვეს. ფეხსაცმელებიც ვარდისფერიო. რაღაცნაირად ესეც მოხერხდა, აღმოაჩნდათ. ხოდა ასე სხვადასხვა ზომის ტორტის ნაჭრებივით დამშვენებული წავიდნენ სტუმრად სამივე. ფოტო ჯერ არ მაქვს, მაგრამ არც მჭირდება, ისედაც მშვენივრად ვიგუდები ამის წარმოდგენაზე, თვალს როგორ ახარებენ, გამარჯობასაც რომ ერთად იტყვიან" - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა