თეგებით ძიება

თელავში 51 წლის მამაკაცი ავტომობილში ცხოვრობს

თელავის ერთ- ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 51 წლის დიმიტრი აბრამიშვილი, ნათხოვარ ავტომობილში ცხოვრობს.

თვეზე მეტია მამაკაცს, რომელიც ნათესავის ბინაში ცხოვრობდა, სახლი დაატოვებინეს და ქუჩაში გაუშვეს.


„მადის სახლში ვცხოვრობდი, ერთი თვის წინ ჩამოვიდა ევროპის ერთ- ერთი ქვეყნიდან და ბინა დამაცლევინა, რადგან გაყიდვა გადაწყვიტა. მეზობლის ბიჭები მპატრონობენ, რადგან წასასვლელი არსად მაქვს.”- ამბობს აბრამიშვილი პრაიმტაიმთან.

ავტომანქანა, რომელშიც დიმიტრი აბრამიშვილი ღამეს ათევს, ახლომდებარე მაღაზიაში მყოფ პირს ეკუთვნის. მაღაზიის პერსონალი ეხმარება მას ყოველდღიურ კვებასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაშიც.

„სარემონტო მასალების მაღაზიაა აქ და ეს ავტომაქანა, ერთ-ერთს ეკუთვნის. მე დამიტოვა, ქუჩაში რომ არ მეძინოს. ეს ბიჭები მაძლევენ ფულს ყოველდღიური საკვებისა და ჰიგიენისთვის. აქვე სასტუმროა და ამ ბიჭების ხარჯით დავდივარ, დასაბანად. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ღვთისნიერი ხალხი გამოდგა, არ მიმატოვეს, რაც აქვთ მინაწილებენ“.

51 წლის მამაკაცს, ერთი ფეხი ტრამვირებული აქვს, თუმცა ინვალიდობის ჯგუფს, დაუდგენელი მიზეზით არ აძლევენ. დიმიტრი აბრამიშვილი არც სოციალურ დახმარებას იღებს და ვერც სამსახურს შოულობს.სოციალურად დაუცველის სტატუსის არქონის გამო, მამაკაცი, სათნოების სახლში ბენეფიციარადაც არ ირიცხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა