თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილის პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაცხადებით, არჩევნებზე პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

"დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ პარტია მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ გვეყოლება. განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა და მე უარი ვთქვი და სხვებმაც გაიზიარეს ეს პოზიცია. ჩემი მხრიდან ახლა მერობის კანდიდატად დადგომა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება.

ჯერჯერობით ვინც არის დასახელებული, არცერთს არ ვუჭერთ მხარსრა თქმა უნდა, კალაძეს ჩვენგან არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, ასევე არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას", - აცხადებს ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა