თეგებით ძიება

"სახლში წაყვანა შემომთავაზა და გამიტაცა, დედაჩემი უნდა გაგაცნოო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარის ფოტო ასლს აზიარებს და წერს, რომ აღნიშნული კომენტარის შინაარსმა ერთი ისტორია გაახსენა:

"ჩამაანალიზეს

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა.პატარა ვიყავი - ალბათ 18 წლის და ერთი მენტი გადამეკიდა.

სადღაც ვმუშაობდი გიდად, იქ მაკითხავდა.

სახლში წაყვანა შემომთავაზა და გამიტაცა - დედაჩემი უნდა გაგაცნოო, მერე პიანინოზე დაგსვა და ცივი ნიავი არ მოგაკაროო.

ხოდა ვიჯექი წყნარად მანამდე - მეთქი ამას შიგ ხო არ აქვს, სად მიმაქანებს.

პიანინოზე დაგსვამო რომ ახსენა - რაღაც ზებუნებრივმა ძალამ, 100 კმ სიჩქარით გაქანებული მანქანიდან გადმომაგდო - არაფერი მტკენია.

უბრალოდ, მას მერე “ანუკობა” ჩემთვის აღარავის შემოუთავაზებია, გამოვიმუშავე ის ენერგია, რამაც მსგავსი მისწრაფებები ჩემ მიმართ, ამოძირკვა" - წერს ჩერგოლეიშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა