თეგებით ძიება

სტიქია ოკუპირებულ აფხაზეთში - ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით სახლი დაიტბორა

სტიქია ოკუპირებულ აფხაზეთში - ძლიერმა წვიმამ არაღიარებულ რესპუბლიკაში პრობლემები შექმნა.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნალექმა განსაკუთრებული პრობლემა გუდაუთაში შექმნა, სადაც სულ მცირე, 350 სახლი დაიტბორა. გარდა ამისა, 30-მდე სახლი დაიტბორა სოხუმში, ხოლო ოჩამჩირის რაიონის რამდენიმე სოფელში.

დე-ფაქტო უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო, მდინარეებზე წყლის დონემ 2 მეტრით მოიმატა.

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუსაობი.

სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა ისევ გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა