თეგებით ძიება

"შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს" - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე

შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს, - ასე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს.

"საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის "მსხვერპლი". თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - წერს დავით ნარიმანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა