თეგებით ძიება
28. 07. 2021 სპორტი

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ბინა აჩუქა

ქართველ ძიუდოისტს, ლაშა ბექაურს, რომელმაც დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) და სეუ დეველოპმენტმა ერთობლივი საჩუქარი გაუკეთა.

"სეუ-ს რექტორის, გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას.

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!
ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა