კარტოფილი ფრანგულად - მარტივი რეცეპტი
ინგრედიენტები:
კარტოფილი, საშუალო ზომის - 6 ც.
ხახვი - 3 ც.
კარაქი - 2-3 ს.კ.
გამხმარი მწვანილები: რეჰანი, პიტნა, როზმარინი, კამა
მარილი
მომზადება:
კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად, დაახლოებით 0,5 სმ სისქის. იგივე გაიმეორეთ ხახვთან. ყველაფერი გადაიღეთ კარაქით მოსმულ ღუმელის ფორმაზე, კარტოფილი და ხახვი დააწყეთ რიგრიგობით. დააყარეთ მარილი და გამხმარი მწვანილები. ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1,5 საათი. დასაწყისში შეიძლება დააფაროთ ფოლგა, შუა მზადების დროს კი მოხსნათ.
gurmania.ge