თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის " განცხადებიდან სხვადასხვა სამუშაოების გამო 7 აგვისტოს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულუას ქუჩის მოსახლეობას.

ხოლო 04:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, ისპაჰანლის, ნიშნიანიძის (ნაწილობრივ), გრიშაშვილის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, ხარფუხის, ხონელის, შუშინის, ორთაჭალის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა