თეგებით ძიება
10. 08. 2021 მსოფლიო

კაცს თაღლითური ქორწილი $250 000 დაუჯდა - ის, რაც არ უნდა გაიმეორონ სხვა სასიძოებმა

თაღლითური ქორწილი - ბრიტანელი კაცი უკრაინელი ქალის მახეში გაება და $250 000 დაკარგა.

როდესაც ბრიტანელი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომელი ახალგაზრდა უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, ფიქრობდა, რომ ისინი ახალ ცხოვრებას იწყებდნენ სინამდვილეში კი, შეცდა.

ბრიტანელი საქველმოქმედო ფონდის 52 წლის თანამშრომელი თვეების განმავლობაში ელოდა ამ მომენტს.

საქმრო აღფრთოვანებული იყო მისი საცოლის, ირინას ნახვით, რომელიც მას რესტორნის გარეთ, უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე ელოდა.
მასზე ოცი წლით უმცროსი გოგონა, მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

ქორწილის დღეს ჯეიმსი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხი მას აპლოდისმენტებით დახვდა.

ეს იყო 2017 წლის ივლისი, ოდესაში ცხელი ზაფხულის დასაწყისი, მაგიდები იყო გაშლილი ვილა ოტრადას ტერასაზე, რომელიც გადაჰყურებდა ზღვას.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯეიმსმა და ირინამ წაიკითხეს თავიანთი საქორწინო აღთქმა ყვავილების თაღის ქვეშ.

შუაღამისას ჯეიმსი საავადმყოფოში მოხვდა, მიზეზი კი სასმელები აღმოჩნდა, ამასთანავე გაირკვა რომ ის დაქორწინდა არა ირინაზე არამედ ქორწილის დამგეგმავ ქალბატონზე.

ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა ბრიტანელმა მამაკაცმა თავისი დანაზოგი, ისევე როგორც ღირსება. და როგორ გაეცინა უკრაინის მართლმსაჯულების სისტემას მის სახეზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა