თეგებით ძიება

შრომის ინსპექციამ ბათუმსა და თბილისში გამართული ქორწილების გამო, რესტორნები დააჯარიმეს

შრომის ინსპექციის სამსახურმა აჭარაში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა - დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება”, - აცხადებენ უწყებაში.

აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანში წორწილის გამო, ერთ-ერთ რესტორანი 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური სანქცია დაეკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა