თეგებით ძიება
15. 08. 2021 მსოფლიო

"თალიბანი" ქაბულში შევიდა

რადიკალური დაჯგუფება "თალიბანის" მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.

ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ქალაქის გარშემო სხვადასხვა ადგილიდან სროლის ხმა გაისმა, თუმცა ქალაქზე თავდასხმა არ დაწყებულა და ქალაქზე კონტროლს სამთავრობო ძალები ინარჩუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების დელელეგაცია ქაბულში პრეზიდენციის რეზიდენციაშია მოლაპარაკებებზე.

ტელეკომპანია "ალ-არაბიას" ცნობით, მხარეები დროებითი მმართველობის შესახებ მსჯელობენ.

ავღანეთში სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა და ნატოს წევრებმა ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეები გაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა