თეგებით ძიება
16. 08. 2021 მსოფლიო

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად 1,300 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე, 1,297-ს მიაღწია. ამის შესახებ CNN ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელზე, ჯერი ჩენდლერზე დაყრდნობით იუწყება.

ჰაიტის მთავრობამ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის შედეგად 5,700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაღუპულთა უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია, სადაც სტიქიას 500 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, მიწისძვრამ 2868 სახლი გაანადგურა და 5,410 დააზიანა.

ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 14 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა