თეგებით ძიება
16. 08. 2021 მსოფლიო

ქაოსის გამო, ქაბულის აეროპორტში 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში, ევაკუაციის დროს ქაოსის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ადამიანები დეზინფორმირებულები იყვნენ ავიარეისების შესახებ. ამასთან, აეროპორტში მოსულთა უმრავლესობას პასპორტები არ ჰქონდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ ცვიოდნენ ადამიანები თვითმფრინავიდან. სავარაუდოდ, ისინი ავიალაინერის ბორბლებს იყვნენ მოჭიოდებული.

ცნობისთვის, ქაბული რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" დაიკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა