თეგებით ძიება
16. 08. 2021 მსოფლიო

სასწაული ტაძარში - ღვთისმშობლის ხატს გველები ეწვივნენ (ფოტო)

სასაწაული ტაძარში - საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაში, მარკოპულოში, ღვთისმშობლის ტაძარში "ღვთისმშობლის" გველი ორშაბათს საღამოს გამოჩნდა.

ადგილობრივი გამოცემის - Kefaloniapress- ის ცნობით, ქვეწარმავლები ტაძარში ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულამდე, რამდენიმე დღით ადრე გამოჩდნენ.

"წელს სამი, საკმაოდ დიდი ზომის გველი - ეწვია ეკლესიას, რაც ძალიან კარგის ნიშანია"- აღნიშნა ERT- ის ჟურნალისტთან საუბრისას მარკოპულოს ღვთისმშობლის მიძინების წმინდა ეკლესიის მოძღვარმა, მამა პეტროსმა.

ქვეწარმავლები მარკოპულოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 1200 წლიდან, თითქმის, ყოველწლიურად ჩნდებიან.

გადმოცემის თანახმად,1200 წელს, ამ ადგილზე მდებარე მონასტერს მეკობრეები მიადგნენ დასაპყრობად. იმ დროს, როდესაც მეკობრეები მზად იყვნენ მონასტერში შეჭრისთვის, შეშინებულმა მონაზვნებმა, დახმარება ღვთისმშობლის ხატს შესთხოვეს.

მოულოდნელად, მათ ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც დაამშვიდა ისინი და უთხრა, რომ არაფრის შეშინებოდათ, რის შემდეგაც სამრეკლოდან ათასობით გველი გამოვიდა, რამაც ძალიან შეაშინა მეკობრეები და ისინი გაიქცნენ.

მამა პეტროსმა ასევე აღნიშნა, რომ გველებს თავსა და ენაზე ჯვარი აქვთ გამოსახული და შეხებისას "აბრეშუმივით თბილი და რბილი არიან".

მისივე გადმოცემით, გველები ტაძარში არ გამოჩენილან ორივე მსოფლიო ომის დროს, ასევე 1953 წელს კეფალონიაში მომხდარი დიდი მიწისძვრის და კიდევ იმ წლებში, როდესაც კეფალონიას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. ამგვარად, მოსახლეობამ იცის, რომ თუკი გველები არ გამოჩნდნენ, იმ წელს დიდ განსაცდელს უნდა ელოდნენ.

2020 წელს, ტაძარს მხოლოდ ორი მცირე ზომის გველი ეწვია.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მთებიდან ჩამოსული შხამიან გველები, ღვთისმშობლის ხატისკენ მიისწრაფვიან და მასზე შემოხვეულნი უსმენენ მარიამობის ღვთისმსახურებას.

ტაძარში შესული გველები სრულიად უვნებელნი ხდებიან. მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ და ეფერებიან ხოლმე.

სასწაული ტაძარში - ღვთისმშობლის ხატს გველები ეწვივნენ (ფოტო)


exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა