თეგებით ძიება
17. 08. 2021 მსოფლიო

რას ყვება ქართველი, რომელიც ამ დროისთვის ავღანეთში სპეციალურ ბაზაზე იმყოფება

ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან. მათი ნაწილი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს. ამ დროსითვის აეროპორტამდე მისვლა მხოლოდ 6-მა ქართველმა მოახერხა.

„კურიერი“ ერთ-ერთ ქართველს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ავღანეთში NATO-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება.

როგორც ზაურ ჯაყელიძე ჰყვება, ამ ბაზაზე მოხვედრა უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამხედრო ვერტმფრენებში უსაფრთხოდ ჩასხდებიან და ასევე უსაფრთხოდ დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას.

„ამ ბაზაზე ვინც კი მოხვდება, ეს უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე მარტივად ფეხით დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილის გავლა მოგვიწევს, შევდივართ ამ შენობაში, გავდივართ რეგისტრაციას და ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში. უახლოეს ბაზაზე გადავაადგილდებით, ეს იქნება შეიძლება ყატარი, ქუვეითი ან ერაყი თუნდაც, სადაც მოხდება უსაფრთხოება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ჩვენ ბილეთებს და მოვდივართ მშვიდობიანად სახლში.


დღეს სამწუხაროდ ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს უკეთებენ პირველ რიგში ევაკუაციას, ამერიკელი იქნება ეს, ბრიტანელი თუ სხვა, ამის შემდეგ უკეთებენ ევაკუაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც კონკრეტულად მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ შემდეგ ვიქნებით ჩვენ,” – ყვება ზაურ ჯაყელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა