თეგებით ძიება
27. 08. 2021 მსოფლიო

მსახიობი ტომ კრუზი გაძარცვეს

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი გაძარცვეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

ქურდებმა ტომ კრუზის სასტუმროს მახლობლად მდგარი მანქანის ელექტრონული საკეტი გატეხეს. თავდამსხმელებმა მსახიობის დაცვის თანამშრომლის მანქანა - BMW X7 მოიპარეს.

სამართალდამცავებმა მოპარული მანქანა ელექტრონული თვალთვალის სისტემის წყალობით იპოვეს, მაგრამ მსახიობის ნივთები და თანხა, რომელიც შიგნით იდო, ქურდებმა წაიღეს. ტომ კრუზის დაკარგული ნივთების ღირებულება ათას დოლარად შეფასდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა