შოკოლადის დიეტური ჩიზქეიქი
ინგრედიენტები:
უცხიმო ხაჭო – 400 გ
რძე 1 %-იანი – 100 გ
თაფლი
ჟელატინი 15 გ
კაკაო – 50 გ.
მომზადება:
15 გ ჟელატინი დაალბეთ ერთ ჭიქა წყალში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ წყალიი გაფუებული ჟელატინიდან (თუ დარჩება).
დადგით დაბალ ცეცხლზე და ბოლომდე გაადნეთ, თან შეუჩერებლად ურიეთ.
რძე, ხაჭო, კაკაო და თაფლი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გადაიტანეთ სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში, სანამ არ გამაგრდება.
ენერგეტიკული ფასეულობა 100 გ – 110,2 კკალ.
gurmania.ge