თეგებით ძიება
29. 08. 2021 სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი პარაოლიმპიელებს ვერცხლის მედლების მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარაოლიმპიელებს დღეს ვერცხლის მედლების მოპოვებას ულოცავს.

"კიდევ ორი მედალი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე!
ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მორიგი წარმატება მოუპოვეს საქართველოს.
ინა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა მოახერხა.
ვულოცავ ინას, რევაზს და მათ ყველა გულშემატკივარს!", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მთლიანობაში, პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები უკვე სამ ვერცხლის მედალს ფლობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა