თეგებით ძიება

მადისაღმძვრელი კარტოფილის ხვეულა

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 200 გ

ფქვილი - 100 გ

მარილი - გემოვნებით

გახეხილი მაგარი ყველი - 6 ს.კ.

ზეთი - 150 მლ

მომზადება:

გააკეთეთ კარტოფილის პიურე, დაამატეთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი, ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი გააბრტყელეთ მრგვალად (გააკეთეთ წრის ფორმა) 0,5 სმ სისქის და დაჭერით თანაბარ სექტორებზე.

თითოეული სექტორის განიერ ნაპირთან დადეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და დაახვიეთ წვეტიანი ნაპირისკენ. შეწვით ხვეულა ფრიტიურში ოქროსფრამდე.

მომზადებული ხვეულები დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი: ყველი, კვერცხი, ლორი და ა.შ.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა